ბიო–სამედიცინო ინჟინერია და სამედიცინო ინფორმატიკა
ბიო–სამედიცინო ინჟინერია
“ბიოსამედიცინო ინჟინერია” - არის 21 საუკუნის მეცნიერების განსაკუთრებით სწრაფად ზრდადი, მულტიდისციპლინარული დარგი, რომელიც აერთიანებს ინჟინერიის, ბიოლოგიის და მედიცინის, კომპიუტერული მეცნიერებების ცოდნას და მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფაზე. ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანს წარმოადგენს სასიცოცხლო სისტემების შესახებ ახალი ცოდნის შეძენა, იმ ინოვაციური ტექნიკის გამოყენება, რომელიც დაფუძნებულია უახლეს საინჟინრო და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიღწევებზე.
სამედიცინო და ბიოლოგიური საინჟინრო დისციპლინების საერთაშორისო ფედერაციის მიერ კლინიკური, ბიოსამედიცინო ინჟინრის სპეციალობა განსაზღვრულია შემდეგი სახით: “კლინიკური (ბიოსამედიცინო) ინჟინერი არის პროფესიონალი, რომელიც მონაწილეობას იღებს, მისი საინჟინრო და მენეჯერული უნარის გამოყენებით, ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებთან ერთად, ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაში.” ბიოსამედცინო ინჟინერიის სპეციალობით სპეციალისტების მომზადება ხორციელდება აშშ – 100 –მდე უნივერსიტეტში, ასევე ევროპისა და აზიისქვეყნების ყველა წამყვან უნივერსიტეტში.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულებაზე სპეციალისტების მომზადება მიმდინარეობს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის ფარგლებში. პროფესიული უმაღლესი განათლება: – პროგრამის დასახელება „საინფორმაციო ტექნიკა და ტექნოლოგიები“ ,
კვალიფიკაცია – დიპლომირებული სპეციალისტი ელექტრონულ ინჟინერიაში.
ბაკალავრიატი - პროგრამის დასახელება: „ბიოსამედიცინო ინჟინერია“, კვალიფიკაცია და მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი - საინჟინრო მეცნიერებათა ბაკალავრი
მაგისტრატურა - პროგრამის დასახელება: ბიოსამედიცინო ინჟინერია; კვალიფიკაცია და მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი ბიოსამედიცინო ინჟინერიის მაგისტრი
დოქტორანტურა. - პროგრამის დასახელება- ბიოსამედიცინო ინჟინერია კვალიფიკაცია და მისანიჭებელი სამეცნიერო ხარისხი - საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორი.
ბაკალავრის პროგრამა ამზადებს ინჟინერს, რომლის ცოდნა და უნარ-ჩვევები აძლევს მას სათანადო კვალიფიკაციას, რათა მან შეძლოს შემდეგი ამოცანების გადაწყვეტა:ბიოსამედიცინო აპარატურის დამუშავება და სერვისი თანამედროვე მოთხოვნების დონეზე;
სამედიცინო-ტექნიკური და კომპიუტერული სისტემების დამუშავება და სერვისი;
სამედიცინო საინფორმაციო ტექნოლოგიების დამუშავება და სერვისი;
სამარკეტინგო და მართვის ფუნქციების განხორციელება სამედიცინო – დიაგნოსტიკურ და სადაზღვევო ორგანიზაციებში;
ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება მისი ორგანიზაციის და მენეჯმენტის საშუალებით.
მაგისტრატურა ამზადებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე ინჟინერ-მკვლევარს, რომელსაც შეუძლია გადაჭრას შემდეგი ამოცანები:
ბიოსამედიცინო ტექნიკის სფეროში თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება;
ბიო-ტექნიკური სისტემების მოდელირება;
ხელოვნური (ბიოსაინჟინრო) ორგანოების პროექტირება და განვითარება;
ბიოსამედიცინო ინფორმაციის დამუშავების ნამედროვე მეთოდების გამოყენება და შექმნა;
.
ბიოსამედიცინო ინჟინრის პროფესიული კარიერა:
კლინიკური ინჟინერი -კლინიკური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრები;
პროფილაქტიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრები;
უცხოური სამედიცინო აპარატურის მწარმოებელი ფირმების წარმომადგენლობები- წარმომადგენლობითი და დისტრიბუტორული საქმიანობა (“Siemens Medical”, “General Electric HealthCare”, ”Toshiba”, ”Philips”, “Fresenius”, “Abbot”, “Drager” );
სამედიცინო ტექნიკის სერვისული მომსახურების სამსახურები;
ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის სისტემები;
სამედიცინო ტექნიკის მეტროლოგიის, სტანდარტიზაციის და სერტიფიკაციის სამსახურები;
სადაზღვევო კომპანიები
სამედიცინო ინფორმატიკა
სამედიცინო ინფორმატიკა ჯანდაცვის მსოფლიო 58–ე ანსამბლეაზე, რომელიც ჩატარდა ჟენევაში 2005 წლის მაისში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შემავალი 192 ქვეყნის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა მხარი დაუჭირა ე.წ. ელექტრონული ჯანდაცვის რეზოლუციას, „EHealth Resolution”, რომელიც ოფიციალურად აღიარებს ინფორმაციის და კომუნიკაციების ტექნოლოგიების გაზრდილ ღირებულებებს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. სამედიცინო ინფორმატიკის საერთაშორისო ასოციაციის - International Medical Informatics Association The (IMIA)მიერ სამედიცინო ინფორმატიკის საგანმანათლებლო პროგრამის მიზნად, დასახულია ხარისხობრივად გააუმჯობესოს და გაზარდოს ჯანმრთელობის დაცვის შედეგები საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვით ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ორგანიზაციის ყველა სფეროში.
სამედიცინო ინფორმატიკის საგანმანათლებლო პროგრამა ახდენს ჯანმრთელობის დაცვის, ბიზნესის, მედიცინის და საინფორმაციო მართვის ცოდნის სფეროების კომბინირებას. ბიოსამედიცინო ინფორმატიკის ბაკალავრის ხარისხი უზრუნველყოფს სპეციალისტების უნიკალურ და სპეციფიურ მომზადებას, რომელიც აუცილებელია ტექნოლოგიური ცოდნის მქონე პროფესიონალების და სამედიცინო სფეროს სპეციალისტების ცოდნის ინტეგრირებისათვის.
სამედიცინო ინფორმატიკის სპეციალისტი ფლობს დისციპლინათშორისი საგნების ფართო სპექტრს, რაც ხელს უწყობს ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში საინფორმაციო ტექნოლოგიების ჯანმრთელობის დაცვის, ბიზნესის, მედიცინის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცოდნის სფეროების კომბინირებას. სპეციალისტებს ხელეწიფებათ:
სამედიცინო ინფორმაციის კლასიფიკაციის და კოდირების ამოცანების გადაწყვეტა,
ინფორმაციული სამედიცინო სისტემების შექმნა,
სამედიცინო მონაცემთა ბაზების მართვა,
სამედიცინო ექსპერტული სისტემების დამუშავება.
პროგრამა უზრუნველყოფს ფართო თვალსაწიერის მქონე ერუდირებული სპეციალისტის მომზადებას ინფორმაციული ტექნოლოგიების; ბიოსტატისტიკის, მონაცემთა ბაზების, სამედიცინო სისტემების აპარატურული და საინფორმაციო სისტემების,კომპიუტერული გამოყენებითი პროგრამების, ჯანდაცვის სტანდარტების, ქსელების, ტელემედიცინის ცოდნით.
სამედიცინო ინფორმატიკის სპეციალისტის პროფესიული კარიერა:
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ორგანიზაციები;
სადაზღვევო კომპანიები და სოციალური სააგენტოები;
კლინიკების და საავადმყოფოების ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტები;
ჯანდაცვის ორგანიზაციების, სახელმწიფო და კონსულტინგური ორგანიზაციების მომსახურება;
HIT - პროგრამული პროდუქტის შექმნა და გაყიდვა;
სამედიცინო პროექტების მენეჯმენტი;
ბიოსამედიცინო ინჟინერიის და სამედიცინო ინფორმატიკის სპეციალობის სტუდენტების სწავლებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სიტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულებაზე უზრუნველყოფენ დარგის წამყვანი პროფესორ-მასწავლებლები და სპეციალისტ-ექსპერტები, მათ მიერ დამუშავებული სახელმძღვანელოებით, ხოლო კათედრის ლაბორატორიული ბაზა უზრუნველყოფს სტუდენთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
ბიოსამედიცინო ინჟინერიის კათედრა დაარსებიდან დღემდე თანამშრომლობს და აქვს გაცვლითი პროგრამები ამ დარგში ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან. კერძოდ:
1.ფრიდრიხ შილერის იენის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინფორმატიკის კათედრა, ხელმძღვანელი პროფესორი ვიტე;
2.ილმენაუს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ტექნიკის კათედრა, ხელმძღვანელი პროფესორი შეიგერი;
3. ვარშავის ბიოსამედიცინო კვლევების ცენტრი, ხელმძღვანელი პროფესორი ნალენჩი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.
ბიო-სამედიცინო ინჟინერიის სპეციალობის სტუდენტები და კურსდამთავრებულები სასწავლო პრაქტიკას გადიან საქართველოს წამყვან კლინიკებში, სამედიცინო-დიაგნოსტიკურ ცენტრებში, საზღვარგარეთ საერთაშორისო გაცვლით პროგრამების საშუალებით, გარდა ამისა მონაწილეობენ სამედიცინო აპარატურის მწარმოებელი უცხოური ფირმების მიერ ორგანიზებულ ტრეინინგებში, უახლესი სამედიცინო ტექნიკის და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენებში.