• iconთბილისი. კოსტავას ქ. 76

ტექნიკური უნივერსიტეტის IV კორპუსი, II სართული

icon

მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს

Biomedeng@gtu.ge

სტუდენტების პროექტები

დამამთავრებელი პროექტი. IV კურსი 2023 წ.


ძილის სტიმულატორი

სტუდენტები: მარიამ ტივაძე
ხელმძღვანელი: ნიკოლოზ ინვია

 

 

 

 

მოკლე შინაარსი
უძილობა, ძილის დარღვევა (ინსომნია) ხშირია ყოველდღიურ ცხოვრებაში. ძილის დარღვევის შედეგად ადამიანი განიცდის: დაღლილობას, ყურადღების დაქვეითებას, გაღიზიანებას და ა.შ. უძილობას მკურნალობენ მედიკამენტებით: დამამშვიდებელი ან საძილე აბები. ასევე, უძილობის სამკურნალოდ გამოიყენება ფიზიოთერაპიული ხელსაწყოები, როგორიცაა ელექტროსაძილე მოწყობილობები, რომლებიც ზემოქმედებენ ადამიანზე ცვლადი ელექტრული ველით. უძილობის წინააღმდეგ საბრძოლველად ელექტრო ველების გარდა შესაძლებელია მაგნიტური ველების გამოყენებაც. ჩვენ შევქმენით ხელსაწყო, რომელიც იძლევა საშუალებას მივიღოთ ტვინის რიტმების შესაბამისი მაგნიტური ველები ნორმალური ძილის დროს. და ამ ველით მოვახდინოთ მოქმედება ადამიანზე. ვფიქრობთ, რომ მოწყობილობის გამოყენება ხელს შეუწყობს ადამიანის ძილის ნორმალიზებას.