• iconთბილისი. კოსტავას ქ. 76

ტექნიკური უნივერსიტეტის IV კორპუსი, II სართული

icon

მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს

Biomedeng@gtu.ge

სტუდენტების პროექტები

კვლევაზე დაფუძნებული სწავლება. III კურსი 2023 წ.


მართვის სისტემა "ბურთი ფირფიტაზე"

 

სტუდენტები: Nino Kokoladze, Erguney Barkay, Mohamed Alashry, George Ibrahim, Mohamed Atwa
ხელმძღვანელი: ზვიად ღურწკაია

 

 

 

 

მოკლე შინაარსი
პროფორციულ-ინტეგრალურ-დიფერენციალური კონტროლერების ფართოდ გამოიყენება მრავალ პროექტებში. გამონაკლისს არც ბიოსამედიცინო ინჟინერია წარმოადგენს. PID კონტროლერები გვხვდება რადიაციული თერაპიის აპარატებში, მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფებში, კომპიუტერულ ტომოგრაფებში, ანგიოგრაფებში და სხვ. სტუდენტების მიერ შექმნილია მართვის სისტემა Arduino-ს ბაზაზე, რომელიც PID-კონტროლერების გამოყენებით ახდენს ბურთის ავტომატურ მართვას და მისთვის სასურველი პოზიციისა და მოძრაობის ტრაექტორიის მიცემას. სენსორული ეკრანი აფიქსირებს ბურთის პოზიციას და აწვდის სიგნალს პროცესორს. პროცესორი აანალიზებს ბურთის პოზიციას მოცემულ მომენტში, წარსულ დროში და ახდენს მომავალი პოზიციის პრედიქციას, რითაც მიიღწევა მაქსიმალური სტაბილურობა და ცდომილების მინიმუმამდე დაყვანა. პროექტი მომავალში გამოყენებული იქნება, როგორც ლაბორატორიული სასწავლო მასალა კურსზე "მართვის თეორია" და "მართვა სამედიცინო სისტემებში".