
Employment, careers
Did you know that according to surveys of 2012 year... >>>

Memorandums
Georgian Technical University has signed the memorandums... >>>
ბიოსამედიცინო ინჟინერია
ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულების ბაზაზე ფუნქციონირებს საკონსულტაციო ტელემედიცინის ცენტრი.
Employment, careers
Did you know that according to surveys of 2012 year... >>>
Memorandums
Georgian Technical University has signed the memorandums... >>>
დღესდღეობით კლასიკურ კლინიკურ დისციპლინებს შორის მყარად დამკვიდრდა კლინიკური ინფორმატიკა - ეს არის მედიცინის სამეცნიერო-გამოყენებითი სფერო, რომლის საგანსაც წარმოადგენს ელექტრონული ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება პრაქტიკულ და თეორიულ მედიცინაში. კლინიკური ინფორმატიკის ერთ-ერთ მთავარ განხრას ტელემედიცინა წარმოადგენს. ტელემედიცინა-(ბერძ.-tele-დისტანცია, ლათ.-meder-განკურნება) ყველა სახის სამედიცინო ინფორმაციის გადაცემა, ტელეკომუნიკაციური და კომპიუტერული ტექნოლოგიების საშუალებით. ბიბლიოგრაფიულ ინტერნეტ ბაზაში MEDLINE ტერმინი „ტელემედიცინა“ პირველად გამოყენებულ იქნა 1974 წელს. უფრო ადრეულ ნამუშევრებში გვხვდება ტერმინი „ტელეგნოზია“ (J.Gershon- Conen и A.G.Cooley, 1950 წ. ნაშრომი) - დიაგნოზის დასმა ტელემაუწყებლობის საშუალებით, „კონსულტაცია ტელეეთერის საშუალებით“. ტერმინი „ტელემედიცინა“ გახდა განსაკუთრებით პოპულარული 1990 წელს. 1993 წლიდან ტელემედიცინა გამოიყო საერთაშორისო ცალკეულ ბიბლიოგრაფიულ რუბრიკად. ტელემედიცინა ეს არის სპეციალიზირებული და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების ახალი სახეობა. ეს არის XXI-ე საუკუნის ჯანდაცვის ორგანიზაციის ახალი ფორმა.
ტელემედიცინა აღიარეს მთელ რიგ ქვეყნებში - შექმნილია ახალი კათედრები უნივერსიტეტებში (ტელემედიცინის კათედრა, მაგ. ქ.ბელფასტის უნივერსიტეტი, დიდიბრიტანეთი). გაჩნდა სპეციალური ჟურნალები, როგორიცაა „Telemedicine Journal”და „Journal of Telemedicine and Telecare”, წარმოადგენენ აკადემიურ ჟურნალებს. ამ ჟურნალს გამოსცემს სამეფო სამედიცინო საზოგადოება 1995 წლიდან. სარედაქციო კოლეგიაში შედის ყველა წამყვანი ქვეყანის წარმომადგენელი. ტელემედიცინის პრობლემის გადაწყვეტის მონაწილეთა გეოგრაფია ყოველდღიურად ფართოვდება. ტელემედიცინის თემატიკაც მეტად ფართო და მრავალფეროვანია.
ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის კათედრაზე გადავწყვიტეთ საკონსულტაციო ტელემედიცინის ცენტრის გახსნა. რომელიც დააკავშირებს აბონენტს (ექიმი) - კოონდინატორის საშუალებით (დამაკავშირებელი რგოლი) - კონსულტანტთან (მაღალი კვალიფიკაციის ექიმი) და პირიქით. კავშირი განხორციელდება ინტერნეტის, სკაიპის, ელ.ფოსტის საშუალებით, ხელშეკრულებით დათქმული დროის განმავლობაში.
საქართველოში ასეთი ტიპის ტელემედიცინის ცენტრის ჩამოყალიბების იდეა არის რეალურად პირველი მცდელობა. ჩვენი მიზანია საქართველოს მაშტაბით ყველა ექიმის გაერთიანება, ნებისმიერი ადამიანისათვის ხარისხიანი სამედიციო დახმარების გაწევა მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად. ხოლო შემდგომ ეტაპზე უხცოელ ექიმებთან კავშირი.