ბიოსამედიცინო ინჟინერია

საქართველოში ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულების ისტორია იწყება 1983 წლიდან.

 

დასაქმება და კარიერა
იცით თუ არა, რომ 2018 წელს ჩატარებული... ვრცლად

მემორანდუმები
უცხოეთის წამყვან სასწავლო ცენტრებთან...   ვრცლად

სტუდენტური ცხოვრება
სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ უნივერსიტეტის...   ვრცლად

 

ჩვენი ლოგო

 

ისტორია

 

ბიოსამედიცინო ტექნიკის კათედრა ჩამოყალიბდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში 1983 წელს. კათედრის დაარსების ინიციატორი და ფუძემდებელი გახლდათ  ბიო-სამედიცინო ტექნიკის კათედრის პირველი გამგე, პროფესორი ოთარ ხომერიკი.
1994 - 2007 წლებში კათედრას ხელმძღვანელობდა გამოჩენილი მეცნიერი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე პროფესორი რაულ კუპრავა. კათედრაზე აქტიურ პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდნენ  კათედრის პროფესორები იასონ გონჯილაშვილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში ტრაგიკულად დაღუპული,  დოცენტი კონსტანტინე  ლატარია, დოცენტი ოთარ ხაჩიძე.
სხვადასხვა დროს კათედრის სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობაში აქტიურად მონაწილობდენენ აკადემიკოსები ფრიდონ თოდუა, მიხეილ ხანანაშვილი, ოთარ ღუდუშაური.
კათედრის დაარსების დღიდან, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ორგანიზაციების უზრუნველყოფა საინჟინრო კლინიკური კადრებით, ხორციელდება ბიოსამედიცინო ტექნიკის კათედრის მიერ გამოშვებული ახალგაზრდა სპეციალისტებით. კათედრის მიერ მომზადებული სპეციალისტების რაოდენობა 350-ზე მეტი.
1994 წელს კათედრის ინიციატივით საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში ჩამოყალიბდა სამედიცინო ტექნიკის და ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ხოლო 2002 წელს საქართველოს ბიოსამედიცინო და კლინიკურ ინჟინერთა ასოციაცია. 
1998 წლიდან ბიო-სამედიცინო ტექნიკის კათედრაზე წარმოებს სპეციალისტების მომზადება სამაგისტრო პროგრამაზე და დღემდე გამოშვებულ მაგისტრთა რაოდენობა 30-ზე მეტია.
ბიო-სამედიცინო ტექნიკის კათედრაზე წარმოებული სამეცნერო სამუშაოების საფუძველზე კათედრის პროფესორების ხელმძღვანელობით დაცულია საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, მომზადებულია უცხოელი სპეციალისტები და ასპირანტები.
2003 წელს კათედრის დაარსებიდან 20 წლის აღსანიშნავად ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ბიოსამედიცინო ტექნიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიები”, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დარგის გამოჩენილმა მეცნიერებმა, სპეციალისტებმა და კათედრის კურსდამთავრებულებმა. 
ბიოსამედიცინო ტექნიკის კათედრა უზრუნველყოფს სპეციალისტების მომზადებას ბიოსამედიცინო ინჟინერიის და სამედიცინო ინფორმატიკის დარგში.
კათედრა დაარსებიდან დღემდე თანამშრომლობს და აქვს ურთიერთ გაცვლითი პროგრამები  ამ დარგში ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან, კერძოდ: ფრიდრიხ შილერის იენის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინფორმატიკის კათედრა, ხელმძღვანელი პროფესორი ვიტე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი  http://www.gradschools.com/program-details/friedrich-schiller-universitt-jena. ილმენაუს ტექნიკურ უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ტექნიკის კათედრა, ხელმძღვანელი პროფესორი შეიგერი; http://www.tu-ilmenau.de/. ვარშავის ბიოსამედიცინო კვლევების ცენტრი, ხელმძღვანელი პროფესორი ნალენჩი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.

2012-2013 წელს გაფორმდა მემორანდუმი ალაბამას უნივერსიტეტს (აშშ) და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ,  რომელიც ითვალისწინებს  სტუდენტების გაცვლით პროგრამებში, ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობის მიღებას. http://www.uab.edu/engineering/departments-research/bme.

ბიოსამედიცინო ინჟინერიის სპეციალობის სტუდენტები უზრუნველყოფილნი არიან  კათედრის თანამშრომელთა მიერ დამუშავებული სახელმძღვანელოებით, დამხმარე სახელმძღვანელობით, აგრეთვე ელექტრონული ფორმატში სტუ-ის საიტზე განთავსებული სახელმძღვანელოებით, მთელ რიგ დისციპლინებში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ვესტ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (WZUT) პოლონეთი და ასევე პატრასისის უნივერსიტეტს შორის (University of Patras) საბერძნეთი შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე პროგრამების ინტერნაციონალიზაციის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შესაძლებელი გახდა უცხოელი პარტნიორების ჩართვა სხვადასხვა სასწავლო კურსების წასაყვანად: ბიოსამედიცინო სენსორები და გამზომი გარდამქმნელები, სამედიცინო გამოსახულებების ანალიზი. სტუ-ს ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანთლებლო პროგრამის მაგისტრანტებს და დოქტორანტებს ასევე ექნებათ საშუალება პროგრამების კვლევითი კომპონენტის ნაწილი, განახორციელონ ვესტ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და პატრასის უნივერსიტეტის ბაზაზე.

საქართველოს ტქნიკური უნივერსიტეტის 2013 წლიდან იყო ერთ-ერთი ძირითადი შემსრულებელი TEMPUS IV - BME-ENA Biomedical Engineering Education Tempus Initiative in Easten Neighboring Area (Project number: 543904-TEMPUS-1-2013-1-GR-TEMPUS-JPCR), რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო პარტნიორობით შემუშავდა და აკრედიტაცია გაიარა ერთობლივმა სამაგისტრო პროგრამამ „ბიოსამედიცინო ინჟინერია“, რომელსაც სტუ_ში 2018 წელს უკე ჰყავს კურსდამთავრებული.

Erasmus + გაცვლითი პროგრამის ფარგლებშ ი ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები სისტემატურად ღებულობენ მონაწილეობას გაცვლით პროგრამებში : იტალია, საფრანგეთი, პოლონეთი, გერმანია.