
დასაქმება და კარიერა
იცით თუ არა, რომ 2018 წელს ჩატარებული... ვრცლად

მემორანდუმები
უცხოეთის წამყვან სასწავლო ცენტრებთან... ვრცლად
სამედიცინო ტექნიკის ხარისხის კონტროლის
ლაბორატორია
ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულების ბაზაზე ფუნქციონირებს სამედიცინო ტექნიკის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია მსოფლიო ბაზრის ლიდერის FLUKE BIOMEDICAL-ის (აშშ) მიერ წარმოებული უახლესი აპარატურით.
დასაქმება და კარიერა
იცით თუ არა, რომ 2018 წელს ჩატარებული... ვრცლად
მემორანდუმები
უცხოეთის წამყვან სასწავლო ცენტრებთან... ვრცლად
ლაბორატორია ემსახურება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო მიმართულებების სტუდენტების მომზადებას ბიოსამედიცინო ინჟინერიის, ელექტრული ინჟინერიის და სხვა მიმართულებებით, ასევე მაგისტრების, დოქტორანტების სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების ჩატარებას. სტუდენტები ლაბორატორიის ბაზაზე სწავლობენ უახლესი ინოვაციური ტექნიკით სამედიცინო აპარატურის ელექტროუსაფრთხოების და ხარისხის კონტროლის პროცესებს, ღებულობენ ამ ტიპის აპარატურასთან მუშაობის პრაქტიკულ უნარ- ჩვევებს, რაც ბიოსამედიცინო და კლინიკური ინჟინერიის სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩამოყალიბების გარანტიაა. მათი პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოები ითვალისწინებს სხვადასხვა დანიშნულების სამედიცინო აპარატურის ხარისხის კონტროლის უახლესი საშუალებების (FLUKE BIOMEDICAL აშშ) გაცნობას: ელექტრული უსაფრთხოების ანალიზატორი, პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგის სიმულატორი, დეფიბრილატორების და პეისმეიკერების ხარისხის კონტროლის საშუალებები, ჟანგბადის კონცენტრაციის ანალიზატორი, სასუნთქი აპარატების ანალიზატორი, მოწყობილობები რენტგენო-დიაგნოსტიკური აპარატურის, კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფების, ულტრაბგერითი ტექნიკის ხარისხის კონტროლისათვის და სხვა უახლესი სამედიცინო ტექნიკის ხარისხის კონტროლის საშუალებები. ლაბორატორია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიულ ბაზაში, და კარგი საფუძველი უნივერსიტეტის საინჟინრო, სამეცნიერო და სასწავლო პოტენციალის ამაღლებისთვის.
![]() |
![]() |