კომპიუტერული პერიმეტრი

ოფთალმოლოგიური კვლევებისათვის

ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულების ბაზაზე შეიქმნა კომპიუტერული სამედიცინო ხელსაწყო - "კომპიუტერული პერიმეტრი", რომელიც გამოიყენება მხედველობის ველის შესაფასებლად ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში.

 

დასაქმება და კარიერა
იცით თუ არა, რომ 2018 წელს ჩატარებული... ვრცლად

მემორანდუმები
უცხოეთის წამყვან სასწავლო ცენტრებთან...   ვრცლად

სტუდენტური ცხოვრება
სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ უნივერსიტეტის...   ვრცლად

 

ჩვენი ლოგო

 

ხელსაწყო პერიმეტრი, გამოიყენება ოფთალმოლოგიაში მხედველობის ველის დიაგნოსტირებისათვის. მხედველობის ველი წარმოადგენს სივრცის იმ ნაწილს, რომელსაც ხედავს ადამიანი ფიქსირებული მზერის პირობებში (ანუ როდესაც უყურებს ერთ წერტილს). მისი
განსაზღვრა მნიშვნელოვანია სხვადასხვა ოფთალმოლოგიური და ნევროლოგიური დარღვევების
დიაგნოსტირებისათვის. ოფთალმოლოგიაში ის რუტინულ კვლევას წარმოადგენს. “მხედველობის ველი” მნიშვნელოვანად განსაზღვრავს მხედველობითი ანალიზატორის გამტარუნარიანობას, ანუ ინფორმაციის მაქსიმალურ მნიშვნელობას, რომელიც შეუძლია დაარეგისტრიროს მხედველობის ორგანომ დროის ერთეულში. კვლევის შედეგად დგება ეგრეთწოდებული მხედველობის ველის რუქა, რომელიც განსაზღვრავს საკვლევი პირის მიერ დანახულ სივრცის ნაწილს კონკრეტული თვალისათვის.
მნიშვნელოვანია მივაღწიოთ მზერის ოპტიმალურ ფიქსაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლევის შედეგი არაკორექტული იქნება. ჩვენს მიერ შექმნილია კომპიუტერული პერიმეტრის საცდელი ნიმუში და მისი სამართავი კომპიუტერული პროგრამა. ხელსაწყო იმართება პერსონალური კომპიუტერის გამოყენებით. კვლევის დაწყებამდე ექიმი შეიყვანს პაციენტის შესახებ ინფორმაციას შესაბამის ველებში (სახელი,m გვარი, ასაკი, სქესი და სხვ.) საკვლევი პირი ხელსაწყოს სპეციალურ მოწყობილობაზე მოათავსებსm ნიკაპს და მოახდენს მზერის ფიქსაციას მის წინ მდებარე ნახევარსფეროს შუაწერტილზე. მას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია მნათი წერტილების სახით (სულ 216 მნათი წერტილი).
წერტილების მდებარეობას ნახევარსფეროს ზედაპირზე განსაზღვრავს სპეციალური ალგორითმი, რომელსაც უზრუნველყოფს კომპიუტერული პროგრამა. თუ საკვლევი პირი დაინახავს მნათ წერტილს, ანუ თუ ის მოხვდება მის მხედველობის ველში, ის დააჭერს ხელს სპეციალურ ღილაკს. კვლევის დასრულების შემდეგ კომპიუტერული პროგრამა ავტომატურად შეადგენს მხედველობის ველის დიაგრამას (რუქას), შეინახავს მას კომპიუტერის მეხსიერებაში და ამობეჭდავს პრინტერზე სასურველ ფორმატში, პაციენტის შესახებ ინფორმაციასთან ერთად. მზერის ოპტიმალური ფიქსაციისათვის გამოყენებულია ხელსაწყოში ჩაშენებული კამერა, რომელიც ვიდეოგამოსახულებას უგზავნის კომპიუტერულ პროგრამას. პროგრამა ახდენს მის ანალიზს და მზერის მიმართულების ცვლილებისას დააფიქსირებს მას, გამოსცემს სიგნალს და უგულველბელყოფს ამ პერიოდში საკვლევი პირის მიერ ღილაკის დაჭერას. შედეგად მიიღწევა მიღებული დიაგრამის კორექტულობა.

პროექტის ამოცანების გადაწყვეტაში ჩადებულია სხვადასხვა მეცნიერული სიახლე:

1. ხელსაწყოს ფუნქციონალური, მართვის და კვების ბლოკების ორიგინალური სქემოტექნიკური გადაწყვეტა; 2. მხედველობის ველის პერიფერიული საზღვრების და მისი ლოკალურ გამოვარდნის განსაზღვრის საშუალებისათვის დამუშავებული სპეციალური სქემა, სადაც მთლიანად ასახულია მხედველობის ველის საზღვრები. 3. მართვის მოდულის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც იძლევა საშუალებას, განხორციელდეს ფერადი სტიმულების სიკაშკაშის, ზომების, ფერის და რკალზე გამოტანის ციკლის კოდირება (ეს პარამეტრები წინასწარ შეირჩევა ექიმ-ოფთალმოლოგის მიერ). 4. ორიგინალური პროგრამული პაკეტი რომელსაც გააჩნია მომხმარებლისათვის მარტივი ინტერფეისი და არ მოითხოვს სპეციალურ მომზადებას. 5. ხელსაწყოს ორიგინალური დიზაინი. 6. ხელსაწყოს თვალის მოძრაობის (მზერის მიმართულების) შეფასების სისტემის ორიგინალური პროგრამული უზრუნველყოფა.