
დასაქმება და კარიერა
იცით თუ არა, რომ 2012 წელს ჩატარებული... ვრცლად

მემორანდუმები
უცხოეთის წამყვან სასწავლო ცენტრებთან... ვრცლად
იონოფორეზისა და
ელექტროთერაპიის აპარატი
ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულების ბაზაზე მიმდინარეობს კვლევა კომპიუტერული იონოფორეზისა და ელექტროთერაპიის აპარატის შესაქმნელად.
დასაქმება და კარიერა
იცით თუ არა, რომ 2012 წელს ჩატარებული... ვრცლად
მემორანდუმები
უცხოეთის წამყვან სასწავლო ცენტრებთან... ვრცლად
პროექტის მიზანია, დამუშავდეს, შეიქმნას გალვანიზაცია-იონოფორეზის ინოვაციური აპარატის კომპიუტერიდან მართვის შესაძლებლობით, და ჩატარდეს მისი კლინიკური აპრობაცია .
კომპიუტერით მართვად გალვანიზაცია-იონოფორეზის აპარატს ექნება დენის სტაბილიზაციის ფუნქცია, დროის ზუსტი კონტროლის უნარი და ექნება მაღალი ერგონომეტრიული მახასიათებლები.
ხელსაწყო შედგება შემდეგი ბლოკებისგან:
ელექტრონული ბლოკი, რომელიც შედგება ელექტრონული სქემისგან, კორპუსზე გამოტანილი დისპლეით, სადაც ჩანს ხელსაწყოს მიმდინარე რეჟიმის სტატუსი.
მოჰყვება:
ორი ელექტროდი, რომელიც უმაგრდება პაციენტს სამედიცინო მანიპულაციისთვის.
USB კაბელი, რომელიც უერთდება კომპიუტერს, მოწყობილობის სამართავად და მოწყობილობიდან მიმდინარე სტატუსის, შეცდომის ან პროცედურის დასრულების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
კომპიუტერული აპლიკაცია ხელსაწყოს სამართავად, მომხმარებლის ანკეტური და პირადი მონაცემების შესატანად, მონაცემთა ბაზის მართვისთვის, დეველოპერთან კონტაქტისთვისა და მანიპულაციის ჩატარების გამარტივების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ ხელსაწყოს გამოყენება ამ ორი უკანასკნელი ნაწილის გარეშეც შესაძლებელია, უბრალოდ ეს ბოლო ორი წარმოადგენს მისი უფრო მოხერხებულად და წარმატებით გამოყენების საშუალებას.
პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ჩვენ მიერ შექმნილი კოპიუტერული გალვანიზაცია-იონოფორეზის აპარატის სერიული წარმოება. იგი ხარისხობრივი მაჩვენებლებით ბევრად უკეთესი იქნება რუსეთში წარმოებულ ანალოგებზე, ამასთანავე კონკურენციას გაუწევს სხვა უცხოურ ანალოგებსაც. წინასწარი ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას რომ მისი ღირებულება 2-ჯერ ნაკლები იქნება უცხოურ ანალოგებთან შედარებით. ამ აპარატის წარმოება ხელს შეუწყობს სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიების დარგის განვითარებას საქართველოში.
გალვანიზაცია-იონოფორეზის აპარატების პოპულარობის მიზეზი მათი მრავალფუნქციურობაა. ევროპის მრავალ ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ დიდი წარმატებით იყიდება ამ აპარატების საოჯახო ვერსიები, ხელსაწყოს შესაბამისობა თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებთან, მისი გამოყენების მიზეზი გახდება თანამედროვე ქართულ კლინიკებში, ის განსაკუთრებით კარგად ჩაანაცვლებს დღემდე შემორჩენილ მოძველებულ გალვანიზაცია-იონოფორეზის აპარატებს.