
დასაქმება და კარიერა
იცით თუ არა, რომ 2018 წელს ჩატარებული... ვრცლად

მემორანდუმები
უცხოეთის წამყვან სასწავლო ცენტრებთან... ვრცლად
დასაქმება და კარიერა
იცით თუ არა, რომ 2018 წელს ჩატარებული... ვრცლად
მემორანდუმები
უცხოეთის წამყვან სასწავლო ცენტრებთან... ვრცლად
ბიოსამედიცინო ინჟინერია
იცით თუ არა, რომ ჩატარებული კვლევების თანახმად, ბიოსამედიცინო ინჟინერია დასაქმების ბაზარზე მოთხოვნის მიხედვით, სპეციალობათა TOP ხუთეულში შედის და ყველა პროგნოზით 2019 წლისთვის ნომერ პირველი სპეციალობა იქნება.
დასაქმება და კარიერა
ჩატარებული კვლევების თანახმად ბიოსამედიცინო ინჟინერია მოხვდა იმ სპეციალობათა ტოპ-ხუთეულში, რომელიც მაქსიმალურად მომგებიანია თქვენს მიერ გაწეული სწავლის ხარჯების, დროის დანახარჯისა და ძალისხმევის გათვალისწინებით და ნომერი 1 სპეციალობაა საშუალო სასტარტო ხელფასის მიხდვით. ზრდადი ვაკანსიების ამ სპეციალობაზე 61.7 % უდრის! ბიოსამედიცინო ინჟინრის სპეციალობა მსოფლიოში მოთხოვნილების და პოპულარობის მიხედვით ერთ-ერთ პირველ ადგილზეა და ყველა პროგნოზით 2019 წლისთვის ნომერ პირველი სპეციალობა იქნება!
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 30 წელზე მეტია არსებობს აღნიშნული მიმართულება (თავდაპირველი დასახელება - "ბიოსამედიცინო ტექნიკა"), ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულება ბოლო წლებში მსოფლიო ჯანდაცვაში მიღწელი მნიშვნელოვანი ცვლილებების შემდეგ ძალზედ აქტუალური გახდა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აღნიშნულ მიმართულებაზე მთლიანად შეიცვალა პროგრამები, პრიორიტეტები და სასწავლო-ლაბორატორიული ბაზა. სწავლება მიმდინარეობს სამივე საფეხურზე (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.
იცით თუა არა, რომ ბიოსამედიცინო ინჟინრის სპეციალისტის მოთხოვნა საქართველოში ისეთი დიდია, რომ ჩვენი სტუდენტების დიდი უმრავლესობა დასაქმებულია სპეციალობით სწავლის პროცესშივე!
ბიოსამედიცინო ინჟინრის დასაქმება უზრუნველყოფილია შემდეგი მიმართულებებით:
![]() |
![]() |
![]() |
ჩვენი მიმართულების კურსდამთავრებულები წარმოადგენენ საქართველოში ბიოსამედიცინო ინჟინერიის დარგის წამყვან სპეციალისტებს.
ბიოსამედიცინო ინჟინერიაზე სწავლება უზრუნველყოფილია უახლესი სასწავლო სისტემებითა და ლაბორატორიებით. განახლებული სასწავლო ლაბორატორიები დაკომპლექტბულია მსოფლიოში მოწინავე ტექნიკით (აშშ).
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდით:
TEL: 571 781149