კორონარული ანგიოგრაფიის

სასწავლო სისტემა

ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულების ბაზაზე მიმდინარეობს კვლევა კორონარული ანგიოგრაფიის სასწავლო სისტემის შესაქმნელად.

 

დასაქმება და კარიერა
იცით თუ არა, რომ 2018 წელს ჩატარებული... ვრცლად

მემორანდუმები
უცხოეთის წამყვან სასწავლო ცენტრებთან...   ვრცლად

სტუდენტური ცხოვრება
სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ უნივერსიტეტის...   ვრცლად

 

ჩვენი ლოგო

 

კვლევის მიზანია კორონარული ანგიოგრაფიის სასწავლო სისტემის (ტრენაჟორის) შექმნა.
კორონარული ანგიოგრაფიის  შესწავლა დამწყები სპეციალისტებისათვის  გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება მოითხოვს მრავალი  ანგიოგრაფიული კვლევის ჩატარებას რეალურ პაციენტებზე პედაგოგის ზედამხედველობის ქვეშ.
მეთოდოლოგიის საჭირო დონეზე დაუფლებისათვის საჭიროა რამოდენიმე ათეული კვლევის ჩატარება. მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემა ექიმს  დამოუკიდებლად ანგიოლოგიური კვლევების ჩატარების უფლება. როგორც ავღნიშნეთ კვლევები ტარდება რეალურ პაციენტებზე, რაც თავის მხრივ გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ახალგაზრდა სპეციალისტი  თავის პირველ ნაბიჯებს დგამს.
ახალბედა სპეციალისტისათვის მნიშვნელოვანია მოქმედებათა თანმიმდევრობის შესწავლა,  კათეტერზე და სხვა ინსტრუმენტებზე მანიპულაციის ზედმიწევნით კარგად დაუფლება, პარალელურად ეკრანზე გამოსახულების კონტროლი,  გადაწყვეტილების სწრაფად  მიღების ჩვევების გამომუშავება და სხვ. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ გამოკვლევის დრო უნდა იყოს რაც შეიძლება მცირე, რათა შემცირდეს პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის დასხივების ხარისხი.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე კორონაროგრაფიის სასწავლო კომპიუტერული სისტემის  შექმნა დიდ ინტერესს იძენს. სისტემა საშუალებას მისცემს ახალგაზრდა სპეციალისტებს გამოიმუშავონ აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევები მანამ,  სანამ ჩაატარებენ პირველ პროცედურებს რეალურ პაციენტზე. ასევე მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება შეძენილი ცოდნის განმტკიცება.

პროექტის ამოცანების გადაწყვეტაში ჩადებულია სხვადასხვა სამეცნიერო სიახლე:

პაციენტის მოდულის ფუნქციონალური და მართვის  ბლოკების ორიგინალური სქემოტექნიკური და მექანიკური  გადაწყვეტა.

მართვის მოდულის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც იძლევა საშუალებას კათეტერების მოძრაობის, კონტრასტის იმიტატორის, კორონაროგრაფიის და ვენტრიკულოგრაფიის  მაქსიმალურად მიახლოვებულ სურათს სხვადასხვა ანატომიური ვარიანტის გათვალისწინებით.

პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ სხვადასხვა ანგიოგრაფიული გართულებების მოდელირება (აიროვანი ემბოლიები, კორონარების განშრევება, პარკუჭების ფიბრილაცია და სხვ.)

კორონარული ანგიოგრაფიის თანამედროვე მიღწევების სრული ასახვა სასწავლო კომპიუტერულ სისტემაში.

ხელსაწყოს (პაციენტის მოდული) ორიგინალური დიზაინი.