ელექტროფიზიოლოგიური სიგნალების

კვლევის ლაბორატორია

ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულების ბაზაზე ფუნქციონირებს ელექტროფიზიოლოგიური სიგნალების კვლევის ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია CLEVELABS-ის (აშშ) მიერ წარმოებული უახლესი აპარატურით.

 

დასაქმება და კარიერა
იცით თუ არა, რომ 2018 წელს ჩატარებული... ვრცლად

მემორანდუმები
უცხოეთის წამყვან სასწავლო ცენტრებთან...   ვრცლად

სტუდენტური ცხოვრება
სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ უნივერსიტეტის...   ვრცლად

 

ჩვენი ლოგო

 

ლაბორატორია გამოიყენება  ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულების პროგრამებზე კურიკულუმში შემავალი დისციპლინებისთვის: ფიზიოლოგია, სამედიცინო ელექტრონიკა, ბიოსამედიცინო გაზომვები, ბიოსიგნალების ციფრული დამუშავება, ბიოსამედიცინო აპარატები და სისტემები სრულიად ახალი, ინოვაციური აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი ლაბორატორიული სამუშაოების ჩასატარებლად..
CleveLabs ლაბორატორიული სისტემა აერთიანებს ინოვაციურ აპარატურულ საშუალებებს და  გამოყენებით ინტერქტიული პროგრამულ უზრუნველყოფას. სხვადასხვა ტიპის ბიოსამედიცინო გარდამქმნელების გამოყენებით სტუდენტებს საშულება ეძლევათ  აითვისონ სამედიცინო კვლევების ინსტრუმენტაციის მეთოდები, ელექტროფიზიოლოგიური და კლინიკური კვლევებისათვის. სისტემა საშუალებას იძლევა განხორციელდეს 30-ზე მეტი ლაბორატორიული სესია  (სამუშაო) სტუდენტებისათვის მკაფიო, გასაგებ ფორმატში.
თითოეულ ლაბორატორია  შეიცავს ფიზიოლოგიური პარამეტრების ინფორმაციის   შეყვანის, საინსტალაციო ვიდეო ფაილის,  მონაცემთა შეყვანის და დაგროვების, დროის რეალურ რეჟიმში მონაცემთა ანალიზის სექციებს. ლაბორატორიაში გამოყენებულია პროგრამირებადი  მოწყობილობა BioRadio® 150, უსადენო მონიტორი, ელექტროდების და გარდამქმნელების გამოყენებით, ფიზიოლოგიური სიგნალების დიდი სიმრავლის განხილვის და რეგისტრირების საშუალებას იძლევა.
ლაბორატორიების დიაპაზონი მოიცავს ბიოპოტენციალების საფუძვლებიდან დაწყებული ციფრული სიგნალების დამუშავების და სტატისტიკური ანალიზის განხორციელების ჩათვლით ამოცანების ლაბორატორიული საშუალებებით გადაწყვეტის საშუალებას.
საბაზისიო ფიზიოლოგიური სექცია მოიცავს ელექტროკარდიოგრამის, ელექტროენცეფალოგრამის, ელექტრომიოგრამის, ელექტროოკულოგრამის და სხვა ბიოსამედიცინო სიგნალების შესწავლას. უფრო ადვანსირებული ლაბორატორიები საშუალებას აძლევს სუდენტებს გააფართოონ თავიანთი ცოდნა სპეციფიური ფიზიოლოგიური სიგნალების შესახებ, კლინიკური მონაცემების ტიპიური ბაზების გამოყენებით. უფრი რთული ლაბორატორიული სესიებზე სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ლაბორატორიული სამუშაოებით მოახდინონ იმის ილუსტრირება,  თუ როგორ გამოიყენება ბიოსიგნალები რეალურ ცხოვრებისეულ აპლიკაციებში, მაგ. ისეთი, როგორიცაა მიოელექტრული პროტეზები, განგაშის სიგნალების აღმოჩენა და კონტროლი  სასიცოცხლო ფუნქციების დარღვევისას.
CleveLabs სისტემასთან ერთად სტუდენტებს მიეწოდება  წინასწარ გაწერილი ლაბორატორიების პროცედურები, საკურსო სამუშაოებით და შეკითხვებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ლაბორატორიის წამყვანი პედაგოგ-ინსტრუქტორის მიერ დროით დანაკარგებს, რაც აგრეთვე განპრობებულია პროგრამული უზრუნველყოფის მოქნილი გამოყენების საშუალებებით, გარდა ამის მინიმუმადე არის დაყვანილი დრო რომელიც ჩვეულებრივ იხარჯება პროგრამის ინსტალაციაზე. მთლიანობაში CleveLabs სისტემა იძლევა თანამედროვე დონეზე სწავლებას და კვლევით საქმიანობის საშუალებებს მინიმალური დანახარჯებით  ღირებულების და ინსტალაციის მხრივ.