ბიოსამედიცინო ინჟინერია

1994 - 2007 წლებში კათედრას ხელმძღვანელობდა გამოჩენილი მეცნიერი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი რაულ კუპრავა

 

დასაქმება და კარიერა
იცით თუ არა, რომ 2012 წელს ჩატარებული... ვრცლად

მემორანდუმები
უცხოეთის წამყვან სასწავლო ცენტრებთან...   ვრცლად

სტუდენტური ცხოვრება
სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ უნივერსიტეტის...   ვრცლად

 

ჩვენი ლოგო

 

 

რაულ კუპრავა

რაულ კუპრავა დაიბადა 1945 წელს ქ. სოხუმში. 1967 წელს წარჩინებით დაამთავრა  საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, ინჯინერ-ელექტრიკომექანიკოსის  კვალიფიკაციით და მუშაობა დაიწყო ელექტრონულ-იონური ტექნოლოგიების ინსტიტუტში. 1971-75 წლებში რაულ კუპრავა სწავლობდა მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის ასპირანტურაში, სადაც წარმატებით დაიცვა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1978  წლიდან   ბატონმა  რაულმა მთელი თავისი საქმიანობა დაუკავშირა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტს, სადაც ღირსეულად განვლო სამეცნიერო პედაგოგიური   მოღვაწეობის  უაღრესად ნაყფიერი და    შემოქმედებითი   წარმატებით აღსავსე რთული გზა.
რაულ კუპრავამ დიდი ღვაწლი დასდო 1983 წელს საართველოს  პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ელექტრონული სამედიცინო აპარატურის კათედრის ჩამოყალიბებას. იმავე წელს იგი არჩეულ იქნა კათედრის დოცენტად და იმავდროულად „სამედიცინო ტექნიკის  სამეცნიერო კვლევითი ლაბობატორიის ხელმძღვანელობა დაეკისრა. რაულ კუპრავამ  უდიდესი შრომა გასწია, რათა კათედრა გამხდარიყო საქართველოში კლინიკური ინჟინერიის  დარგის განვითარების  და სამედიცინო  ინოვაციური ინფორმაციული  ტექნოლოგიების         დანერგვის   აღიარებული  სამეცნიერო  სასწავლო ცენტრი.                                                                                                                   

 

1992 წელს რაულ კუპრავამ  დაიცვა სადოქტორო დისერტაცია  და მას პროფესორის წოდება მიენიჭა. 1994 წელს ბატონი რაული არჩეულ იქნა  ბიოსამედიცინო ტექნიკის გამგედ. პროფესორ რაულ კუპრავას უდიდესი ძალისხმევით კათედრაზე ჩამოყალიბდა  უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიები, შეიქმნა ქართულ ენაზე სახელმძღვანელოები ბაკალავრიატის და მაგისტრატურის  საგანმანათლებლო პროგრამები, მჭიდრო კავშირი დამყარდა საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებლებთან.                                                                                                                                                                                                                         
პროფესორ რაულ კუპრავას ხელმძღვანელობით 2003 წელს ჩატარებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბიოსამედიცინო ტექნიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიები “ ნათელი დადასტურება იყო მრავალმხრივი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა, რითაც კათედრამ უდიდესი  ავტორიტეტი და აღიარება მოიპოვა საქართველოსა და  მის ფარგლებს გარეთ.
ბატონ რაულ კუპრავას  დიდი  დამსახურება მიუძღვის  საყოველთაოდ  ცნობილ  საერთაშორისო  კომპანია  „სიმენსსა“  და  საქართველოოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის         მჭიდრო საქმიანი კონტაქტების დამყარებაში.   მან  როგორც 1992-1995 წლების  მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრმა მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავჯდომარემ, უდიდესი მუშაობა გასწია განათლების   სისტემის და მეცნიერების  რეორგანიზაციის  მიმართულებით.                                                                                                                             

 

პროფესორი რაულ კუპრავა უაღრესად მაღალი კომპენტეციის პედაგოგი გახლდათ. მისი ლექციები ნამდვილი პროფესიული ოსტატობის ნიმუში იყო. იგი თავისი დახვეწილი  ინტელიგენტობით და უბადლო ერუდიციით ხიბლავდა სტუდენტობას და ამით  უდიდეს პატივისცემასა და მოწიწებას  იმსახურებდა. ის დაუღალავად  იღვწოდა ბიოსამედიცინო  ინჟინერიის, როგორც მეცნიერების დარგის განვითარებისათვის. სამეცნიერო პრობლემების    განხილვისას იგი იყო უარესად პრინციპული და თანმიმდევრული.    
პროფესორ კუპრავას ღვაწლი აღინიშნა „ღირსების ორდენით".  ის უაღრესად კეთილშობილი, ქვეყნისა და ხალხისათვის   თავდადებული ღირსეული მამულიშვილი, რომელმაც მთელი შემოქმედებითი ნიჭი და უნარი უშურველად გაიღო ახალგაზრდობის წინსვლის, მეცნიერების განვითარებისა და ქვეყნის აღმშენებლობისათვის. მას თან გაჰყვა უდიდესი ტკივილი მშობლიურ აფხაზეთზე. ერთი წუთითაც არ დაუკარგავს  სათაყვანებელ სოხუმში   დაბრუნების იმედი.                                                                                                               
პროფესორ რაულ კუპრავას, ჭეშმარიტი პატრიოტის და ერისკაცის ნათელი სახე და მაღალი მოქალაქეობრივი ღირსება დაუვიწყარია ქართული საზოგადოებისათვის.

Copyright © 2013 Biomedeng.gtu.ge